მთავარისაქართველოკოალიცია „ძლიერი საქართველოს" ოფისში ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეიკრიბა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ოფისში ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეიკრიბა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ოფისში ოპოზიცია გუშინ, 20 ნოემბერს, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეიკრიბა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ აქციების კონკრეტული თარიღები გამოცხადდება იმ დროს, რომელიც საუკეთესო იქნება მიზნის მისაღწევად.

„სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა ყველა მიმართულებით. გამოვიყენებთ სამართლებრივ, პოლიტიკურ თუ სხვა ბერკეტებს, ასევე ვიბრძოლებთ საერთაშორისო მასშტაბით დიპლომატიურ წრეებში. გამოვიყენებთ სამოქალაქო პროტესტის მშვიდობიან, არაძალადობრივ, კონსტიტუციური წინააღმდეგობის ფორმებს. რა თქმა უნდა, იქნება აქციები, იქნება სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა ფორმით.

ამ ყველაფერს ვიტყვით ისე, როგორც საუკეთესო იქნება საერთო ამოცანისთვის“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend