18-25 ნოემბერს ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება. ინიციატივას 2013 წელს ჩაეყარა საფუძველი და კამპანიაში ყოველწლიურად ასობით ორგანიზაცია მონაწილეობს.
ევროპული ტესტირების კვირეულს ტრადიციულად „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიც” უერთდება.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში მედიცინის დოქტორმა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა მაია ცინცაძემ და საქართველოს ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელის წარმომადგენელმა ლაშა აბესაძემ ისაუბრეს.