კატეგორიები

უკრაინელი ჯარისკაცები დიდ ბრიტანეთში სამხედრო წვრთნებს გადიან

უკრაინელი ჯარისკაცები დიდ ბრიტანეთში სამხედრო წვრთნებს გადიან

ნატოს ოფიციალური პირების თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები სწავლობენ, თუ როგორ გაანეიტრალონ ნაღმები, საბრძოლო მასალები და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები დიდ ბრიტანეთში მიღებული ცოდნით.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ამბობს, რომ 50 ათასზე მეტი უკრაინელი ახალწვეული ახლა ბრიტანულ მიწაზე სწავლობს.

„Operation Interflex-ის ტრენინგი ტარდება 2022 წლის ზაფხულიდან და ახლა მას მხარს უჭერს 12 სხვა ქვეყანა”, – აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები.

უკრაინაში საომარი მოქმედებები უკვე ათას დღეზე მეტია მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს კონფლიქტების შედეგად დარჩენილი სახმელეთო ნაღმების გასუფთავებაზე, ვარაუდობს, რომ ამ დროის განმავლობაში უკრაინაში შესაძლოა ორ მილიონამდე ნაღმი იყოს განლაგებული.

დაკავშირებული ამბები
1000 წლის ბაიოს გობელენი ბრიტანეთის მუზეუმში საიდუმლო ოპერაციის ფარგლებში  მიიტანეს ბრიტანელებს ახალი პრემიერ-მინისტრისგან სტაბილურობის იმედი აქვთ
სხვა ამბები