კატეგორიები

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა, თუმცა ჯერ არ არის განმარტებული, ცნო თუ არა ეს სარჩელი დასაშვებად სასამართლომ – სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.

პრეზიდენტი დავობს როგორც ხმის მიცემის ფარულობის, ასევე საყოველთაო და თავისუფალი არჩევების ჩატარების უფლების დარღვევის შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლოს სალომე ზურაბიშვილის სარჩელის განსახილველად 30 დღე აქვს. უკვე ცნობილია, რომ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს და მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები