კატეგორიები

საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო აშშ-მა კიევში საელჩო დროებით დახურა

საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო აშშ-მა კიევში საელჩო დროებით დახურა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიევში საელჩო დროებით დახურა. უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ საელჩოზე დაყრდნობით წერს, რომ დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიიღო კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 20 ნოემბერს მასშტაბური საჰაერო შეტევაა მოსალოდნელი.

საელჩო უკრაინაში მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ურჩევს, მზად იყვნენ, დაუყოვნებლივ გადავიდნენ თავშესაფრებში საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში.

გუშინ, 19 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით ( ATACMS) პირველი იერიში მიიტანა რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტზე.

დაკავშირებული ამბები
ახალი მოწვევის კონგრესში „დემოკრატები“ აშშ-ის ომის მდივნის გადაყენებას მოითხოვენ დონალდ ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
სხვა ამბები