მთავარისაქართველო„დაიბრუნე ხმა“ - თბილისში კვლავ აპროტესტებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს

„დაიბრუნე ხმა“ – თბილისში კვლავ აპროტესტებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები თუ გაერთიანებები და ის მოქალაქეები, ვინც თვლის, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, კვლავ აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არჩევნები მოპარულია და ეს შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.

17 ნოემბრის აქციაზე დამკვირვებლები არიან მისული და სახალხოდ ჰყვებიან, თუ რა ნახეს 26 ოქტომბერს საქართველოს საარჩევნო უბნებზე. იურისტები კი, საზოგადოებას მათი ნაამბობის სამართლებრივ შეფასებას აცნობენ. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ დემონსტრანტებს პოლიტიკური პარტიები თუ გაერთიანებებიც უერთდებიან. ოპოზიციის ლიდერები პარლამენტთან მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ.

აქციას მსვლელობით შეუერთდნენ თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც. მსვლელობისას მათ წაიკითხეს ერთობლივი სტუდენტური მანიფესტიც, რომელშიც წერია, რომ სტუდენტები საკუთარი ქვეყნის თავისუფლების დათმობას არ აპირებენ და არ ცნობენ ჩატარებულ არჩევნებსა და ამ არჩევნების მიხედვით დაკომპლექტებული პარლამენტის ლეგიტიმურობას. მანიფესტს ხელს ათზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები აწერენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend