საფრანგეთის სამხედრო სამუშაო ჯგუფი ასრულებს იმ უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნას, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთვებიან.
უკრაინელებმა საფრანგეთში ორთვიანი ინტენსიური სამხედრო წვრთნები გაიარეს. ისინი მალე დაბრუნდებიან სამშობლოში.
პოლკოვნიკი პოლი აცხადებს, რომ უკრაინელებს დიდი პროგრესი აქვთ, ძალიან სწრაფად შეისწავლეს ყველაფერი. მისი თქმით მათ ახლა შეუძლიათ ბრძოლა და მანევრების ჩატარება.
ფრანგი სამხედროები ამბობენ, რომ უკრაინელთა უმეტესობას საფრანგეთში ჩასვლამდე საბაზისო წვრთნის მხოლოდ რამდენიმეკვირიანი კურსი ჰქონდა გავლილი.
საფრანგეთმა 1500 ჯარისკაცი გამოყო, რომელთაც ეფექტიანად ბრძოლა და ფრანგული წარმოების შეიარაღების გამოყენება შეასწავლა. ჩნდება იმედი, რომ ეს ბრიგადა ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი ძალა იქნება.
პოლკოვნიკი ალბანი აცხადებს, რომ უკრაინელები სამშობლოებში დაბრუნდებიან იმ აღჭურვილობითა და შეიარაღებით, რომლებსაც ფრანგული მხარე გადასცემს. მათ შორის ჯავშანტექნიკას და საარტილერიო დანადგარებს.
უკრაინელ სამხედროებს სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის კრიტიკულ მომენტში წვრთნიან. ომის დასრულებას ჯერჯერობით პირი არ უჩანს.
გასულ კვირას რუსულმა ძალებმა დრონებისა და რაკეტების გამოყენებით კომბინირებული იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზე. ისინი ასევე წინ მიიწევენ უკრაინის დონბასის რეგიონში.
რუსულ ძალებს ასევე დაემატა 12 000 ჩრდილოეთკორეელი სამხედროც, რომლებიც უკვე რუსეთის კურსკის რეგიონში არიან განლაგებული.
ბაიდენის ადმინისტრაცია კი დონალდ ტრამპისთვის ძალაუფლების გადაბარებამდე უკრაინისთვის რაც შეიძლება მეტი სამხედრო დახმარების გამოყოფას ცდილობს.
I’m back in Brussels for discussions with our partners and allies on how we can ensure Ukraine has what it needs to effectively defend itself.
Together, with more than 50 countries, the U.S. is working to actively support Ukraine and its fight for freedom. pic.twitter.com/Kylqq1BkaZ
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) November 13, 2024
ასევე ჯერჯერობით უცნობია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მან დაფინანსების შეჩერების საკითხი განიხილოს.