კატეგორიები

ბოლო ორი წლის განმავლობაში ოლაფ შოლცი პირველად ესაუბრა პუტინს

ბოლო ორი წლის განმავლობაში ოლაფ შოლცი პირველად ესაუბრა პუტინს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საუბრის მთავარი საკითხი უკრაინა იყო.

„ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და მოვუწოდე, შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და გაიყვანოს სამხედრო შენაერთები ქვეყნის ტერიტორიიდან. რუსეთმა უნდა გამოავლინოს უკრაინასთან მოლაპარაკებების მიმართ მზადყოფნა, რომ მივაღწიოთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას”, – აღნიშნავს ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელში.

ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს პირადად ესაუბრა.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ში დაწყებით სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა აშშ-მა რუსულ „ლუკოილს“ სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეუმსუბუქა
სხვა ამბები