თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გავრცელებული ცნობებით, შენობაში არ უშვებენ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მივიდნენ აქციის მონაწილეებიც, რომლებიც საპროტესტო მსვლელობას მართავდნენ.
მოძრაობა „დაიტოვეს” წევრის, ილია ღლონტის თქმით, თსუ-სთან მიდიოდნენ, რადგან „სტუდენტებს მათი დახმარება სჭირდებათ”.
სტუდენტები და მოქალაქეები აპროტესტებენ არჩევნების ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს და მის ხელახლა გამართვას ითხოვენ.
სტუდენტების პროტესტი გუშინ, 14 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო. სტუდენტების ნაწილმა უნივერსიტეტის შენობაში ღამე გაათია.
მოგვიანებით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა.