მთავარიმსოფლიოNATOთავდაცვისთვის მშპ-ს 2% უკვე საკმარისი არ არის - მარკ რუტე

თავდაცვისთვის მშპ-ს 2% უკვე საკმარისი არ არის – მარკ რუტე

ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ევროპის ქვეყნებისთვის უკვე საკმარისი არ არის ის ფული, რასაც თავდაცვისთვის ხარჯავენ და რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ი უკვე ძალიან ცოტაა.

ეს განცხადება მან ლატვიაში სამხედრო ბაზაზე გააკეთა, სადაც დაესწრო ნატოს სამხედრო წვრთნებს სახელწოდებით მტკიცე მებრძოლი.

„ჩემი აზრით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ უახლოეს თვეებში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინაში გაიმარჯვებს უკრაინა და არა პუტინი. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, მაგრამ ამის უკან კიდევ ორი ​​დიდი საკითხი დგას. ერთი არის ის თავდაცვის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტის 2%, რასაც ახლა ევროპაში ვხარჯავთ უბრალოდ არ არის საკმარისი… ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მარაგების შესავსებად და დავრწმუნდეთ, რომ მზად ვართ ნებისმიერი მოწინააღმდეგესთან დასაპირისპირებლად”, – განაცხადა რუტემ.

რუტე ასევე განმარტავს, რომ რუსეთთან ბრძოლაში ნატოსთვის არ არსებობს ფრონტის ხაზზე მყოფი და მოშორებით მდგომი სახელმწიფოები. მისივე განმარტებით, კოლექტიური უსაფრთხოებისთვის დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ნიდერლანდებიც წინა ხაზზე მყოფი ქვეყნები არიან და ასევეა აშშ-იც.

“ჩვენ გვჭირდება ამერიკა და მას ვჭირდებით ჩვენ, ჩვენ ყველა ნატოს წევრები ვართ, ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის”, – დასძინა რუტემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend