ევროპარლამენტარებმა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი ურთიერთობები განიხილეს ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში. შეერთებული შტატები ევროკავშირის ყველაზე დიდი ხნის მოკავშირე და, ამავდროულად, უსაფრთხოების მთავარი გარანტია. ლიდერები თანხმდებიან, რომ ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
მხარეებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს და შეინარჩუნონ მდგრადი და სტაბილური ტრანსატლანტიკური ურთიერთობები.
ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა ისაუბრა 60%-იან ტარიფებზე ყველა იმ ჩინურ პროდუქტზე, რომლებიც გავლენას იქონიებს გლობალურ ბაზრებზე. ის საქონელი კი, რომელიც ვერ მოხვდება აშშ-ის ბაზარზე, შესაძლოა ევროკავშირში შემოიტანონ. მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ აქ უკვე მორალური და ჰუმანიტარული საკითხები წამოიჭრება.
შეერთებული შტატები ევროპის ყველაზე დიდი ხნის მოკავშირე და უსაფრთხოების მთავარი გარანტია. ლიდერები თანხმდებიან, რომ დიალოგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა ახალ ადმინისტრაციასთან პოზიციების შეჯერება იყოს შესაძლებელი.