კატეგორიები

სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა ინგლისის ეკლესიის წინამძღვარი

სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა ინგლისის ეკლესიის წინამძღვარი

ინგლისის ეკლესიის წინამძღვარმა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული იყო, პოლიციას არ შეატყობინა, რომ საზაფხულო ბანაკებში ერთ-ერთი მოხალისე რეგულარულად ძალადობდა ბავშვებზე როგორც ფიზიკურად, ისე სექსუალურად.

კენტერბერის მთავარეპისკოპოსს ჯასტინ უელბის აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის არ იღებდა პასუხისმგებლობას  ინგლისსა და 2013 წელს აფრიკაში მომხდარ ძალადობაზე. იგი მალავდა ინფორმაციას, რამაც ინგლისის ეკლესიის მსახურები განარისხა.

დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი ბავშვთა მიმართ ძალადობის  შემთხვევებს იკვლევს. მათი  ანგარიშის თანახმად, სამღვდელოებისადმი პატივისცემამ, სექსუალური საკითხების განხილვის აკრძალვამ, ასევე სავარაუდო დამნაშავეების მხარდაჭერამ ხელი შეუწყო იმას, რომ  ინგლისის ეკლესია მოძალადეების თავშესაფრად ქცეულიყო.

დაკავშირებული ამბები
დიდი ბრიტანეთი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის” გემების დაკავებას შეძლებს დიდი ბრიტანეთი კატარში ტაიფუნის ტიპის ავიაგამანადგურებლებს გზავნის
სხვა ამბები