საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინკის შეხვდნენ.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ცნობით, ევროკავშირის ელჩთან ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც მათი თქმით, საარჩევნო დარღვევებთანაა კავშირში.
შეხვედრის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ საერთაშორისოo პარტნიორები, სავსებით დარწმუნდნენ, რომ საქართველოში არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” მიითვისა.
„ჩვენ ვსაუბრობდით 26 ოქტომბრის არჩევნებზე. პრინციპში რისი თქმაც შეიძლება ამ ეტაპზე არის ის, რომ კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების დღეს ძალიან ბევრი პრობლემა იყო და გამოიყენებოდა სხვადასხვა სქემა, რომ არჩევნები გაყალბებულიყო. ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულები, რა ხდებოდა არჩევნების დღეს და დღეს უკვე საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ მივდივართ წინ. ჩვენი მხრიდან ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები. რა თქმა უნდა, ბრიუსელშიც იქნება დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტული გადაწყვეტილებებიც…”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.