მთავარიევროპანიდერლანდებიევროპის ლიგის მატჩის შემდეგ, ამსტერდამი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

ევროპის ლიგის მატჩის შემდეგ, ამსტერდამი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

ამსტერდამის პოლიციამ პარასკევს განაცხადა, რომ ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და 62 დააკავეს მას შემდეგ, რაც ანტისემიტური ჯგუფები თავს დაესხნენ ისრაელის მხარდამჭერებს ფეხბურთის მატჩის შემდეგ.

ნიდერლანდების პოლიციის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ დაიწყო გამოძიება ძალადობის არაერთ შემთხვევაზე.

უფრო ადრე, ევროპა ლიგის მატჩზე, სადაც აიაქსი და მაკაბი ხვდებოდნენ ერთმანეთს ძალიან დაძაბული გარემო იყო. არეულობამ სტადიონიდან ქუჩაში გადაინაცვლა და ქალაქის რამდენიმე ადგილას თელავივის მაკაბის მხარდამჭერებს ქუჩაში თავს დაესხნენ.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომავალ დღეებში ამსტერდამის ქუჩებში უსაფრთხოებას დამატებითი საპოლიციო ძალები დაიცავს.

პარასკევს ისრაელში განაცხადეს, რომ ჰოლანდიის დედაქალაქში გზავნიან თვითმფრინავებს ფეხბურთის გულშემატკივრების სახლში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend