კატეგორიები

თბილისის სააპელაციო სასამართლო ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე გადაწყვეტილებას გამოიტანს

თბილისის სააპელაციო სასამართლო ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე გადაწყვეტილებას გამოიტანს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა უკვე 22 საათზე მეტია გრძელდება.

მოსამართლეთა კოლეგია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და კოალიცია „ჩემი ხმის” სარჩელებს ერთიანად განიხილავს. სარჩელები ძირითადად ხმის ფარულობის დარღვევას ეხება. მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილია. მას არასამთავრობო ორგანიზაციები ე. წ. სასამართლო კლანის წევრად მოიხსენიებენ.

გუშინ ღამით, 6 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების სარჩელი არ დააკმაყოფილა. როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, „სისტემა არ დაუშვებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სააპელაციო სასამართლოების დონეზე განსხვავებული პრაქტიკა არსებობდეს”.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები