მთავარისაქართველო„რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის" - ლავროვი

„რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, მოსკოვი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების გასაგრძელებლად.

„ქართველმა ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა და ჩვენ პატივს ვცემთ ამ არჩევანს. მზად ვართ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა რუსულ გამოცემა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

ლავროვმა ასევე თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ხელოვნურად ცდილობენ, არჩევნების შედეგი წარმოაჩინონ, როგორც სტრატეგიული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის.

მისივე თქმით, რეალურად საუბარია ნაციონალურ ინტერესებზე დაფუძნებულ სუვერენულ განვითარებასა და გარე მმართველობას, ტრადიციულ ღირებულებებსა და გარე ძალებისგან თავსმოხვეულ ნეოლიბერალურ არჩევანს შორის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend