მთავარისაქართველოსამოქალაქო სექტორი არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს

სამოქალაქო სექტორი არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია მიიჩნევენ, რომ არჩევნების მიტაცების სქემაში ორკესტრირებულად მოქმედებენ სახელმწიფო უწყებები. მათი თქმით, ახლა უკვე სასამართლო არ აკმაყოფილებს იმ საჩივრებს, რომლებიც მანამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა. ეს კი მათივე  განცხადებით, იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში არავინ გამოიძიებს იმ საქმეებს, რომლებიც საჩივრებშია ასახული. სამოქალაქო ორგანიზაციები საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.

„ცესკოს თავმჯდომარე ბრიფინგზე მთელი დღის განმავლობაში საუბრობდა იმაზე, რომ დარღვევების ერთეული ფაქტები იყო. არასდროს მოუწოდებიათ შესაბამისი ორგანოებისთვის რეაგირებისკენ, პირველ რიგში, თავისი კომისიის წევრებისთვის, რომ შესაბამისად ემოქმედათ. აქ ჩვენ ვხედავთ აშკარა დანაშაულს. ამიტომ ვითხოვთ, რომ დაიწყოს კონკრეტული პირების მიმართ გამოძიება, პირველ რიგში, გიორგი კალანდარიშვილის წინააღმდეგ. ვფიქრობთ, ეს აბსოლუტურად კანონიერი მოთხოვნაა. ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ამ მიტაცებულ სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუტი არის მიტაცებული, ფაქტებს შესაბამისად გამოიძიებენ.

იმის მაგივრად, რომ კონკრეტული პირების წინააღმდეგ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელთა იდენტიფიკაციაც შესაძლებელია, ვხედავთ, რომ გამოკითხვაზე დაბარებულები არიან საქართველოს პრეზიდენტი და ის პირები, რომლებიც ამ პრობლემებზე საუბრობდნენ და არა ის პირები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულში იყვნენ ჩართულები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა დანაშაული აქვთ ამ ადამიანებს ჩადენილი. დარწმუნებული ვარ, მომავალში ნებისმიერი გამოძიების ფარგლებში დადგინდება, რომ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩართულები”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend