კატეგორიები

ისრაელმა „ჰეზბოლას“ერთ-ერთი მეთაური აიყვანა

ისრაელმა „ჰეზბოლას“ერთ-ერთი მეთაური აიყვანა
ისრაელის საზღვაო ძალებმა ჩრდილოეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მაღალი რანგის მეთაური აიყვანეს. 

ისრაელის არმიის ოფიციალური პირის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების სპეცდანიშნულების შენაერთებმა „ჰეზბოლას“ მეთაური დაკითხვის მიზნით უკვე ისრაელში გადაიყვანეს.

ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნაჯიბ მიკატიმ საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე ისრაელის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანოს.

„ჰეზბოლა“ და ისრაელი გასული წლის ოქტომბრიდან თითქმის ყოველდღიურად უხსნიან ერთმანეთს ცეცხლს.

ერთწლიანი ბრძოლა, რომლის შედეგადაც საზღვრის ორივე მხარეს ათიათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა, როდესაც 1 ოქტომბერს ისრაელის ძალებმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.

ბოლო ინფორმაციით, ლიბანის ტერიტორიაზე ამჟამად 15 000 ისრაელელი სამხედროა მობილიზებული.

დაკავშირებული ამბები
ნეთანიაჰუს ომის კაბინეტის ყოფილი წევრი არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე იქნება ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ვიდრე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის
სხვა ამბები