მთავარისაქართველოუკრაინა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას

უკრაინა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას

უკრაინა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განცხადებაში წერია, რომ უკრაინა ყურადღებით ადევნებდა თვალს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას.

განცხადების მიხედვით, ისინი მხარს უჭერენ ეუთო/ოდირის საერთაშორისო მისიის დასკვნებს, რომლებმაც დარღვევები გამოავლინა.

განცხადების თანახმად, გასაკვირი არ არის, რომ ამ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები. მათივე თქმით, ამავე დროს, ისინი შეუთავსებელია გზასთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ გზადაა შეფასებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროკავშირისკენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend