მთავარისაქართველორეპორტიორები უსაზღვრებოდ: საქართველოში აშშ-ის მიერ ძებნილი პროპაგანდისტი ალექსანდრ მალკევიჩი იმყოფებოდა

რეპორტიორები უსაზღვრებოდ: საქართველოში აშშ-ის მიერ ძებნილი პროპაგანდისტი ალექსანდრ მალკევიჩი იმყოფებოდა

საქართველოში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდის ქსელის შემქმნელი, აშშ-ის მიერ ძებნილად გამოცხადებული და დაჯგუფება „ვაგნერთან“ დაახლოებული ალექსანდრ მალკევიჩი იმყოფებოდა. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” წერს.

„რეპორტიორი უსაზღვრებოდ” ღელავს საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში კრემლის პროპაგანდისტის როლის გამო” – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტთან მალკევიჩის მიერ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. საქართველოში ყოფნას მოწმობს მალკევიჩის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებული ვიდეომასალაც და მის მიერ რუსული მედიისთვის მიცემული ინტერვიუებიც.

ასევე მან ტელეგრამარხ „ლომოვკასთან“ ისაუბრა იმის შესახებ, რომ იმყოფებოდა მიტინგებზე, ესაუბრა ხალხს და რომ ის საარჩევნო კომისიის მიერ იყო აკრედიტებული.

ცნობისთვის, რუსი პროპაგანდისტი 2023 წელს ოკუპირებულ ცხინვალშიცაა ნამყოფი და ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის ვებგვერდზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend