კატეგორიები

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არჩევნები შედგა და დასაბუთებად ეუთო/ოდირის დასკვნა მოჰყავს

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არჩევნები შედგა და დასაბუთებად ეუთო/ოდირის დასკვნა მოჰყავს

პარტია „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არჩევნების შეფასების საკითხზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეუთო/ოდირი, როგორც მასშტაბური სადამკვირვებლო მისია, აღიარებს ჩატარებულ არჩევნებს და მოლოდინი აქვს, რომ შესაბამისი აღიარება ევროკავშირის სტრუქტურებიდანაც იქნება.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, რასაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

„ჩვენ გვესმოდა, რომ ევროკავშირი არჩევნების შეფასების დროს დაეფუძნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნას. სამწუხაროდ, ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან თუ ქვეყნისგან გვესმის, აჩენს აღქმას, ხომ არ ხდება, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს რევიზია ეუთო/ოდირის დასკვნისა, ან მოხდეს გვერდის ავლა ეუთო/ოდირის დასკვნისა და დაყრდნობა რაღაც სხვა ანგარიშებზე, რომლებიც იქნებოდა, მაგალითად, ადგილობრივი NGO-ების მხრიდან მომზადებული, რომლებიც ვიცით, რომ თავად საარჩევნო მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ამ არჩევნებზე.

ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ეს არის ეუთო/ოდირის მკაფიო ანგარიში და დასკვნა და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორს, ევროკავშირი იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები