კატეგორიები

ISFED: არჩევნების შედეგები საქართველოს ამომრჩევლის ნებას არ გამოხატავს

ISFED: არჩევნების შედეგები საქართველოს ამომრჩევლის ნებას არ გამოხატავს

სამართლიანი არჩევნების განცხადებით წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფუნდამენტურმა დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე.

“არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატულება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

არჩევნების დღეს ISFED-ის დამკვირვებლებმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირეს. დარღვევები ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები