კატეგორიები

„ჰეზბოლას” რადვანის ძალების მეთაურის მოადგილე ლიკვიდირებულია

„ჰეზბოლას” რადვანის ძალების მეთაურის მოადგილე ლიკვიდირებულია

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხედრო ოპერაცია ლიბანის სამხრეთით ნაბათიეს რეგიონში ჩაატარეს და მუსტაფა აჰმად შაჰადი მოკლეს. „ჰეზბოლას” რადვანის ძალების მეთაურის მოადგილე მუსტაფა აჰმად შაჰადი ისრაელის წინააღმდეგ არაერთ ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

„მისი ლიკვიდაცია მნიშვნელოვნად შეასუსტებს „ჰეზბოლას” შესაძლებლობებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ისრაელის თავდაცვის ძალებსა და მშვიდობიან მოსახლეობას“, – აღნიშნულია ქვეყნის ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში სოციალურ ქსელ „იქსზე”.

რადვანის დაჯგუფება წარმოადგენს „ჰეზბოლას” ერთ-ერთ ელიტურ დანაყოფს, რომლის უმნიშვნელოვანეს ამოცანებში ისრაელის ჩრდილოეთით რეგიონებში შეღწევა და ქვეყნის შიგნით შეტევა შედის.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, აგრძელებენ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერთა წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელებას.

დაკავშირებული ამბები
ისრაელი ბეირუთის სამხრეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ტერიტორია ისრაელის მასირებულ იერიშებს ლიბანზე სულ მცირე 182 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სხვა ამბები