მთავარისაქართველოცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს

ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს და აცხადებს, რომ ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სამ სტამბაში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ ცესკოს წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, ბეჭდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია კი იყო საჯარო.

როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საარჩევნო ადმინისტრაციამ ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 190-გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბერს გამოყენებული ბიულეტენების ქაღალდის სისქე მეტია 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენებთან შედარებითაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend