კატეგორიები

სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მეოთხე დღეს საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უწყებაში გამოკითხვაზე, 31 ოქტომბერს დაიბარა.

დღესვე უპასუხა ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტმა და სპეციალურ ბრიფინგზე წარმოადგინა მტკიცებულებები სადაც ჩანს დარღვევები, რომლებსაც არჩევნების დღეს ჰქონდა ადგილი.

მისი თქმით, პროკურატურა ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და ისინი ითხოვენ მყისიერ გამოძიებას უწყების მხრიდან და არა პრეზიდენტის მტკიცებულებებს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ პროკურატურაში არ მივა.

“მე ახლა პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული. თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემ მტკიცებულებებს. არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი, ვინ ასრულებს და ვინ არა”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

იქამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ “ჩემი ხმა” გამართა პრესკონფერენცია, სადაც თქვეს, რომ არაერთხელ მოუწოდეს პროკურატურას, რომ გამოძიება დაეწყო ზოგიერთ სავარაუდო დანაშაულზე, თუმცა უწყებამ ეს არ ისურვა.

არასამთავრობო ორგანიზაციებსაც არ აქვთ იმედი, რომ უწყება სამართლიანად შეძლებს გამოიძიოს შესაძლო დანაშაულები.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები