კატეგორიები

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა

საერთაშორისო თუ ადგილობრივ კრიტიკულ შეფასებებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება ხობში ჰესების ოფიციალურ გახსნაზე გააკეთა.

„ჩვენს ქვეყანაში არჩევნები აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად ჩატარდა. ამის გამოხატულებაა ის ღიაობაც, რომელიც ცესკოს აქვს. ასევე მადლობა პროკურატურას, რომელმაც ცესკოს მიმართვაზე მყისიერად გამოეხმაურა. აბსოლუტურად ყველაფერი ღია იქნება. ყველას შეუძლია ჩაიხედოს ყველაფერში. არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება მზადაა გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები გამოძიებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჰელსინკის კომისიის კრიტიკას არჩევნების თაობაზე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს განცხადება გაუგებარია და  მისივე თქმით, მას არავითარი ფასი არ აქვს.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ და  ენერგეტიკულ საკითხებზე და თქვა, რომ 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარებას, ხოლო ეკონომიკა მომდევნო ოთხ წელიწადში 40 მილიარდით გაიზრდება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები