დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა სამ რუსულ სააგენტოს და მათ მაღალჩინოსნებს, დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და ევროპის მასშტაბით უკრაინის წინააღმდეგ პროტესტის გაღვივებაში ადანაშაულებენ.
ბრალდებული კომპანიების სიაში მოხვდნენ: სოციალური დიზაინის სააგენტო (SDA), Structura National Technologies და Ano Dialog, მათ დირექტორებთან ერთად, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც „Doppelganger“-ი.
ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქსელი ფინანსდებოდა კრემლის მიერ, რათა შეექმნა და გაევრცელებინა დეზინფორმაცია, მათ შორის ახალი ახალი ამბების ვებსაიტებსა და სოციალური მედიის პლატფორმებზე – უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტების მიზნით.