კატეგორიები

“მთავარი პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია”- ირაკლი კობახიძე

“მთავარი პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია”- ირაკლი კობახიძე
“ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ბუნებრივია მთავარი პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია” – ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს კონკრეტული ვალდებულებები, რაც ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ქვეყანას ეკისრება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ამოცანაა 2028 წლისთვის ორივე მიმართულებით ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულდეს. ეს კი მისი თქმით უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო 2030 წლისთვის იმ საბოლოო მიზანს მიაღწევს, რაც გულისხმობს ევროკავშირში ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციას.

„ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვას ველოდებით, რაც ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება. გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, რაც ასოცირების შეთანხმებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გვეკისრება. ჩვენი ამბიციური ამოცანაა 2028 წლისთვის ორივე მიმართულებით ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი შევასრულოთ. ეს საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო 2030 წლისთვის იმ საბოლოო მიზანს მიაღწევს, რომელიც გვაქვს დასახული და ეს არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამისთვის საჭიროა ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით – მათ შორის განსაკუთრებით ეკონომიკური ზრდა. თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ იქნება სათანადო, ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს“- განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები