კატეგორიები

ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების შედეგები

ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების შედეგები

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. შედეგების მიხედვით, აღმასრულებელ ხელისუფლებას ოპოზიცია დააკომპლექტებს.

ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციურმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ” მიიღო და ის მმართველი კოალიციის შექმნას გეგმავს, რადგან არ ჰყოფნის ხმები მთავრობის დასაკომპლექტებლად. „სოციალ-დემოკრატებს” ყველაზე მეტი ხმა ჰქონდათ პირველ ტურშიც.

წინასწარი შედეგის მიხედვით, ლიეტუვის დღევანდელ მმართველ „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას” 28 მანდატი აქვს. პარტიის ლიდერმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „სოციალ-დემოკრატებს” გამარჯვება უკვე მიულოცა. სეიმში 20 დეპუტატი ეყოლება პოპულისტურ პარტიასაც, სახელწოდებით „ნემანის განთიადი“.

Related news
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ისევ დაარღვიეს ლიეტუვის საჰაერო სივრცე ლიეტუვაში ბავშვები დრონების აწყობას, პროგრამირებასა და მართვას სწავლობენ
სხვა ამბები