გუშინ, 27 ოქტომბერს, ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვილია ბლინკევიჩიუტე ამბობს, რომ, წინასწარი მონაცემებით, მისი პარტია ლიდერობს.
ამჟამინდელ ხელისუფლებას პანდემიის დროს გატარებული პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ. ამომრჩეველთა თქმით, ათასობით ადამიანს ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა არ ჰქონდა, აგრეთვე, კარანტინის პერიოდში ხელისუფლებამ კერძო კომპანიებს შესაბამისი დახმარება არ გაუწია. ხელისუფლებას ბელარუსიდან მიგრანტების დიდი რაოდენობით მიღებაშიც ადანაშაულებენ.
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ლიეტუვის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ქვეყანა უკრაინის დიდი მხარდამჭერია. სოციალ-დემოკრატიული პარტიების კოალიციის შემთხვევაში, ექსპერტები ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელიან.
„არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ლიეტუველებს, განურჩევლად იმისა, ქალაქში ცხოვრობენ თუ სოფელში, ცვლილებები და სხვა მთავრობა სურთ. მათ ისეთი მთავრობა უნდათ, რომელიც მოისმენს მათ პრობლემებს და მოძებნის გადაჭრის გზებსაც. ლიეტუველმა ხალხმა გადაწყვიტა, ხმა მოეცა ჩვენთვის ორივე ტურში. მეორე ტურში განსაკუთრებით კარგი შედეგებია“, – აცხადებს ვილია ბლინკევიჩიუტე.
2.4 მილიონმა ადამიანმა პარლამენტის 141 დეპუტატი უნდა აირჩიოს. არჩევნების პირველ ტურში 70 დეპუტატი პროპორციული პრინციპით, პარტიული სიებიდან აირჩევა. დანარჩენი 71 – მაჟორიტარულით.