მთავარიევროპაბულგარეთიბულგარეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია ლიდერობს

ბულგარეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლის მიხედვით, ბულგარეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია ლიდერობს.

პირველადი ოფიციალური შედეგები 29 ოქტომბერს, დღის განმავლობაში, გახდება ცნობილი, საბოლოო შედეგების გამოცხადებას კი შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს.

ეგზიტპოლის შედეგებით, ბორისოვს შესაძლებლობა ექნება, პარლამენტი მეოთხედ დააკომპლექტოს, თუმცა მას სხვა პარტიებთან კოალიციის ჩამოყალიბება მოუწევს, რადგან მისმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ბულგარეთში პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, პარტიას კოალიციის ჩამოყალიბება რთული იქნება.

ბულგარეთში დაძაბული პოლიტიკური გარემოდან გამომდინარე ამომრჩეველი გადაიღალა. მათ პოლიტიკოსების მიმართ ნდობა დაკარგეს, რამაც გააძლიერა რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომლებიც, რუსული დეზინფორმაციის საშუალებით, დემოკრატიულ პროცესებს უთხრიან ძირს. ეს მოვლენები ულტრამემარჯვენე ჯგუფების პოპულარობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები ჯერ ივნისში გაიმართა, თუმცა მაშინ საკანონმდებლო ორგანოში არჩეული შვიდი პოლიტიკური პარტიიდან კოალიციის შექმნა და მთავრობის ჩამოყალიბება ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend