კატეგორიები

ხმის მიცემის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა-საია

ხმის მიცემის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა-საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს და განაცხადეს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში.

დარღვევების შინაარსის, მათი ინტენსივობისა და ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისია მთავარ დარღვევებს გამოყოფს. ეს არის: ხმის მიცემის ძირითადი პროცედურების დაუცველობა;

ხმის ფარულობის დარღვევა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება. საიას სადამკვირვებლო მისია განაგრძობს საუბნო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შემაჯამებელი ოქმების შესწავლას.

საიას მიერ აღრიცხულ უბანთა უმრავლესობაში „ქართული ოცნების” მიერ დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს. ასევე, ფიქსირდებოდა ფარულობის დარღვევის სხვადასხვა ეპიზოდი, მათ შორის, ხმის მიცემა არაუფლებამოსილ თანმხლებ პირთან ერთად”, – აღნიშნავენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები