კატეგორიები

შარლ მიშელი ცესკოს სავარაუდო საარჩევნო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს

შარლ მიშელი ცესკოს სავარაუდო საარჩევნო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ცესკოს სავარაუდო საარჩევნო დარღვევების  გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დიპლომატმა პლატფორმა X-ზე დაწერა. მისივე თქმით, ბუდაპეშტში 8 ნოემბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც დაემატა.

ჩვენ ვითვალისწინებთ OSCE/ODIHR-ის წინასწარ შეფასებას, მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა შესაბამის ორგანოებს, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და გადაწყვიტონ საარჩევნო დარღვევები, მაშასადამე, ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები აუცილებლად უნდა იყოს სერიოზულად გარკვეული და აღმოფხვრილი. ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს მმართველობის მიმართ, რომ აჩვენონ ქვეყნის მტკიცე ერთგულება ევროკავშირის გზის მიმართ, ასევე ივნისსა და ოქტომბერში ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად“, – წერია შარლ მიშელის მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს ვითარებას და განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობებში.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები