კატეგორიები

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა სამართლიანმა არჩევნებმა

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა სამართლიანმა არჩევნებმა

არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა – კერძოდ ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და ამომრჩევლების მოსყიდვამ.

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი ერთობლივად უნდა შეფასდეს.

„წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და ამომრჩევლების მოსყიდვამ მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა. არჩევნების დღესაც სამართლიანმა არჩევნებმა გამოავლინა მძიმე დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბით მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ასევე უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და მათი ნების კონტროლის ფაქტები. სამართლიანი არჩევნების შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობას შესაძლოა, არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები