კატეგორიები

„კოალიცია ცვლილებებისთვის” უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე

„კოალიცია ცვლილებებისთვის” უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე

„კოალიცია ცვლილებებისთვის” პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. პრესკონფერენციაზე, რომელიც კოალიციამ გამართა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას, რაც მისი თქმით, ნიშნავს, რომ არჩევნები არალეგიტიმურია.

კოალიციაში თქვეს, რომ მანდატებზე უარს ამბობს სიის პირველი ოცეული, რომელმაც ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო მანდატები მიიღო.

კოალიციაში ფიქრობენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები რუსული ტექნოლოგიური ოპერაცია იყო.

ცესკოს მონაცემებით, „კოალიციამ ცვლილებებისთვის” 11,03% მიიღო.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები