26 ოქტომბრის არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო უსაფრთხოების საკითხებში და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
Georgia: Joint Statement by the High Representative @JosepBorrellF and the European Commission on the Parliamentary elections.https://t.co/RtuPMiJbrM
— European External Action Service – EEAS 🇪🇺 (@eu_eeas) October 27, 2024
ამავე წერილის თანახმად, ევროკომისია და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ელოდებიან ეუთო/ოდირის საბოლო ანგარიშსა და რეკომენდაციებს.
„ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ცნობებისა და დასკვნების თანახმად, საარჩევნო დღე ძირითადად პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და ადმინისტრირებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებითა და პროცედურული შეუსაბამობებით. ასევე იყო ცნობები ამომრჩევლების დაშინებისა და მათზე ზეწოლის შესახებ, რაც უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობაზე“, – ნათქვამია ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ წერილში.
