მთავარიევროპაბულგარეთიბულგარელები სამი წლის განმავლობაში მეშვიდედ მონაწილეობენ არჩევნებში

ბულგარელები სამი წლის განმავლობაში მეშვიდედ მონაწილეობენ არჩევნებში

ბულგარელები სამი წლის განმავლობაში მეშვიდედ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, იმ დროს, როდესაც მათ ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური არასტაბილური მდგომარეობაა, რამაც შესაძლოა, პრორუსული და ულტრამემარჯვენე ნარატივების გაძლიერებას შეუწყოს ხელი. 

2021 წლის შემდეგ ჩატარებული ექვსი არჩევნებიდან მხოლოდ ორ შემთხვევაში მოხერხდა მთავრობის ფორმირება. თუმცა მათგან ორივე ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც ბულგარეთში რეფორმების გატარება და ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება სცადეს.

ბოლო არჩევნებში, რომელიც ივნისში გაიმართა, აშკარა გამარჯვებული არ გამოიკვეთა, ხოლო საკანონმდებლო ორგანოში არჩეულმა შვიდმა ფრაქციამ ვერ შეძლო ეფექტიანი კოალიციის ჩამოყალიბება.

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ არჩევნები ახლაც მსგავსი შედეგებით დასრულდება, რის გამოც, ძალზე დაბალი იქნება პოლიტიკური კრიზისის მოგვარების შანსი. გამოკითხვების შედეგები, ამომრჩეველთა დაღლილობასა და იმედგაცრუებაზე მიუთითებს, ეს კი პოლიტიკურ სისტემაში გამოიწვევს დაბალ აქტივობასა. შედეგად, პოპულისტურ და პრორუსულ ჯგუფებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი წარმომადგენლობა გაზარდონ საკანონმდებლო ორგანოში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend