კატეგორიები

28 ოქტომბერს ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვევა

28 ოქტომბერს ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვევა

28 ოქტომბერს საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერის ოფიციალური ვიზიტის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გავრცელებული ინფორმაციით, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების შემდეგ ორივე პრემიერ-მინისტრი მედიასთან განცხადებებს გააკეთებს.

ვიქტორ ორბანი იყო ერთ-ერთი პირველი ლიდერი, რომელმაც მმართველ პარტიას ჯერ კიდევ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა „უდიდესი უპირატესობით მოპოვებული გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში“.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები”.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები