კატეგორიები

ISFED-ის მონაცემებით, საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს

ISFED-ის მონაცემებით, საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს

18:00-ის მონაცემებით, ISFED-მა კვლავ გამოავლინა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა მარნეულში, ამჯერად, 22-ე საარჩევნო უბანზე. ნინო დოლიძის თქმით, კომისიის წევრმა 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა და ორგანიზაციის დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევა. დარღვევა ISFED-მა საოლქო საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა.

ნინო დოლიძის თქმით, განსაკუთრებულად ხაზგასასმელია მარკირების პროცედურის გარეშე უბანზე დაშვების შემთხვევები, ფარულობის დარღვევა, უბნიდან გაძევება, გადასატან ყუთსა და ელექტრონულ აპარატურასთან დაკავშირებული ხარვეზები.

„უბნის მიმდებარე შენობიდან, სადაც ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს, 100 მეტრამდე პერიმეტრში კვლავ შეინიშნება არაუფლებამოსილი პირების შეკრება, მათ შორის, პარტიის კოორდინატორების მობილიზება, აგრეთვე, მათ მიერ ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირებისა და მათ შესახებ ინფორმაციის მოგროვების შემთხვევები, რაშიც ძირითადად „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები ფიგურირებენ“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს, 26 ოქტომბერს, ასევე ისაუბრა უბნების არასათანადო მოწყობაზე. როგორც მან განაცხადა, რამდენიმე უბანზე რეგისტრაციის მაგიდები ისე იყო განლაგებული, რომ დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესში დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონოდათ.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები