ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობის უწოდა და განაცხადა, რომ ეს არჩევნები შედგა. გიორგი კალანდარიშვილმა კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით 2 საათში გამართა ბრიფინგი და ჟურნალისტებს არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა და პროცესი დიდწილად ხარვეზების გარეშე წარიმართა.
გიორგი კალანდარიშვილის შეფასებით, ამომრჩევლები ტექნოლოგიების გამოყენებით მარტივად და შეუფერხებლად აკეთებდნენ არჩევანს.
„სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ მოგვცა საშუალება, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში გაგაცნოთ წინასწარი, პირველადი შედეგები. თუმცა მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
22:00 საათისთვის 2026 სარჩევნო უბნიდან, რომლებიც სრულად ტექნოლოგიური იყო, პოლიტიკური ძალების შედეგები ასე გადანაწილდა:

საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ მონაცემებში არ შედის, როგორც საზღვარგარეთ გახსნილი უბნების, ისე საქართველოში არსებული უბნების ნაწილის შედეგები.
22:00 საათის მონაცემებით, საუბნო და საოლქო კომისიებში 400-მდე საჩივარი შევიდა.
