მთავარიაზიატაივანიტაივანმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ტაივანმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ტაივანის შეიარაღებულმა ძალებმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს კუნძულ პენგჰუზე

წვრთნები ჩატარდა ჩინეთის მიერ ნაცრისფერ ზონაში მიმდინარე მოქმედებების საპასუხოდ, რომლებიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მეთევზეების შეფერხებასა და მთავარ საზღვაო ზონებში წვდომის შეზღუდვას.

ტაივანის საბრძოლო სარდლობამ   ტანკების, ნაღმმტყორცნებისა და ტყვიამფრქვევების გამოყენებით სიმულაციური საბრძოლო მოქმედებები ჩაატარა

ტაივანმა სამხედრო წვრთნებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტაივანი მზად არის,  დაიცვას თავისი ტერიტორიული წყლები ჩინეთის მხრიდან მზარდი საზღვაო ზეწოლის პირობებში.

ტაივანის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ წვრთნების მიზანი იყო ღამის ოპერაციების დროს  ტაივანის ჯარების საბრძოლო მზადყოფნისა და მათი საერთო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება.

წვრთნები რეგიონში გახშირებული სამხედრო აქტივობის ფონზე მიმდინარეობს. ამ კვირის დასაწყისში ჩინეთმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩაატარა წვრთნები ფუჯიანის პროვინციის სანაპიროსთან, რომელიც ტაივანის სრუტის გასწვრივ მდებარეობს.

დაძაბულობა ტაიბეისა და პეკინს შორის იზრდება. ჩინეთი ხშირად გამოხატავდა თავის პრეტენზიებს ტაივანთან დაკავშირებით და აძლიერებდა სამხედრო ზეწოლას.

ტაივანი თავს დამოუკიდებელ ქვეყნად მიიჩნევს და აგრძელებს თავდაცვითი ზომების გაძლიერებას ჩინეთის მხრიდან პოტენციური აგრესიის ფონზე.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend