მთავარისაქართველოშალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგები შეაჯამა

შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგები შეაჯამა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგები შეაფასა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების” წინააღმდეგ გამოვლინდა. მათ შორის, მან ოპოზიციის მხრიდან ძალადობასა და მუქარაზე, მოსყიდვის მცდელობის შემთხვევებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, კამპანიის ხელის შეშლასა და უცხოურ ჩარევაზე ისაუბრა.

ევრონიუს ჯორჯიას კითხვაზე, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლას ეხებოდა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი დარღვევების მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ უწყებათაშორის კომისიას მიმართონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend