უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ახალი პროექტი დაიწყეს.
„მინდა ვიცოცხლო“ – ასე ჰქვია ამ პროექტს და მის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლები, რომლებიც სხვადასხვა საინფორმაციო არხით უკვე ვრცელდება. პროგრამის მთავარი მიზანია, შეტყობინების მიტანა ჩრდილოეთ კორეის იმ სამხედროებამდე, რომლებიც უკვე რუსეთის ტერიტორიაზე არიან და ემზადებიან უკრაინასთან საბრძოლველად.
❗️❗️조선인민군 병사들에게 전합니다. 푸틴 정권을 돕기 위해 파견된 여러분, 다른 나라의 땅에서 무의미하게 죽을 필요가 없습니다. 이미 수십만 러시아 군인들이 집으로 돌아오지 못할 운명을 겪고 있으며, 여러분이 그 길을 따를 필요는 없습니다! ⤵️ pic.twitter.com/0bWuZuyylX
— Проект «Хочу жить» (@hochuzhit_com) October 23, 2024
„ამ დროისთვის, ჩვენ ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროების გარკვეული ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზეა, წვრთნებს გადიან. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 12 ათას სამხედროზეა საუბარი. ასევე ვიცით, რომ მათი რაღაც ნაწილი ასე უბრალოდ ტყეში გაუშვეს, სწავლების მიზეზით. ისინი იქ დატოვეს, არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და სამხედროებს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნათ, გაიქცნენ. შემდეგ კვლავ თავიდან მოაგროვეს და შემტევ ქვედანაყოფად ჩამოაყალიბეს. პროექტი „მინდა ვიცოცხლო“ ამ სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდებს. ამ გზით საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას შეძლებენ. ეს შეტყობინება მივა ჩრდილოეთკორეელ სამხედროებამდე“, – განაცხადა პროექტის „მინდა ვიცოცხლო“ სპიკერმა ვიტალიი მატვიენკომ.
როგორც პროექტის სპიკერი ამბობს, შეტყობინება მარტივია, ვისაც სიცოცხლე და გადარჩენა სურს, არ უნდა იომოს და ტყვედ უნდა ჩაბარდეს.