კატეგორიები

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” სჯერა

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” სჯერა

„არ მაქვს საფუძველი „ქართულ ოცნებას” არ დავუჯერო“ – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყაზანში მიმდინარე BRICS-ის სამიტზე გააკეთა.

როგორც სერგეი ლავროვი აცხადებს, მას სჯერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ გაკეთებული განცხადებების.

„არ მაქვს საფუძველი, არ დავუჯერო „ქართულ ოცნებას”. ისინი ასახელებენ დიალოგს დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ აქეზებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაეწყოთ. საფუძველი არ მაქვს, მათ არ ვენდო”, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სერგეი ლავროვმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეკომპანია „იმედთან“ მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დასავლელმა მაღალჩინოსანმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმედღიანი ომის დაწყება შესთავაზა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები