მთავარისაქართველოანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი იწყება

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი იწყება

საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. შესაბამის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ განახორციელებს. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება–მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში.

„ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul გეგმის თანახმად, 16 სექტემბრიდან უკვე შეუდგა სამუშაოებს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავება და ინტენსიური სამუშაოების შედეგად უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში დიდი გამოცდილებისა და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია არის ჩართული. „იან დე ნული“ სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიას სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. დამეთანხმებით, რომ ეს ჩამონათვალი უკვე მეტყველებს ამ კომპანიის განსაკუთრებულ გამოცდილებაზე და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ამ კომპანიის ჩართულობით მოხარული ვართ. პროექტის პირველ ფაზაზე უშუალოდ მშენებლობის პროცესში სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი წელიწადში. საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ზუსტდება წარმოდგენილი წინადადების დეტალები, რის შემდეგაც საპარტნიორო შეთანხმება და საკონცესიო შეთანხმება ახლო მომავალში გაფორმდება“, – განაცხადა პრემიერმა.

მშენებელი კომპანიის „იან დე ნულის“ ხელმძღვანელი იან პიტერ იანდენული აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ანაკლიის პორტს მომავალში მნიშვნელოვან პროექტს გახდის საქართველოსთვის.

„ამ პროექტს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს იშვიათი შემთხვევა. დღეიდან 10 წელიწადში ვერავინ იცნობს საქართველოს. ადგილობრივი წარმოება განვითარდება, დასაქმება გაიზრდება. ახლა შევქმენით ძალიან კარგი ურთიერთობა ჩვენს ძალიან დიდი ენთუზიაზმით აღჭურვილ პარტნიორთან, საინჟინრო კომპანიებთან და მე არ ველი, რომ რაიმე შეფერხება გვექნება. იმ ძირითადი საკითხებით, მიდგომებითა და სულისკვეთებით, თუ როგორ ზრუნავთ ეკონომიკაზე, მარწმუნებს, რომ კიდევ ერთი ოქროს ხანა ელის საქართველოს და ნამდვილად მჯერა ამის“, – განაცხადა იან პიტერ იანდენულმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend