მთავარიევროპანიდერლანდებინიდერლანდებში მოტივტივე ფერმაში დღეში 600 ლიტრ რძეს აწარმოებენ

ნიდერლანდებში მოტივტივე ფერმაში დღეში 600 ლიტრ რძეს აწარმოებენ

ნიდერლანდების საპორტო ქალაქ როტერდამში, წყალზე მოტივტივე ფერმაში 30 ძროხა ჰყავთ. ფერმა დღეში 600 ლიტრ რძეს აწარმოებს.

სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის გარდა, ფერმას ეკოლოგიურ მიზნებიც გააჩნია. ის კლიმატის პრობლემებს პასუხობს. ფერმა უნიკალურია, რადგან ის წყალზე ტივტივებს. მოტივტივე ბოსელი ნახშირბადის შემცირების მიზნით სხვადასხვა ტექნოლოგიას იყენებს. სპეციალური რობოტი ბოსელში რეგულარულად დადის.

მოტივტივე ბოსლისთვის წყალი კონცეფციის განუყოფელი ნაწილია. ფერმის სტრუქტურა ითვალისწინებს გლობალური დათბობით მიერ გამოწვეული ოკეანეებისა და ზღვების დონის მატების რისკებს.

ტემპერატურის მატება ზრდის წყალთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც ყოველწლიურად ევროპის ტერიტორიის 20%-სა და კავშირის მოსახლეობის 30%-ზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამ ყველაფრის შესამცირებლად კი როტერდამის პორტში არსებულ ფერმას ორი სისტემა აქვს.

ევროპის გარემოს სააგენტო ანგარიშში წყლის შესახებ ხაზგასმულია, რომ წყლის რესურსებზე ყველაზე დიდი ზეწოლა სწორედ სოფლის მეურნეობიდან მოდის.

ამ სექტორისგან გამოწვეული დაბინძურება მიწისქვეშა წყლების 32%-სა და ზედაპირული წყლების 29%-ზე ახდენს გავლენას.

შესაბამისად, ფერმა ახალი ტექნოლოგიების დანერგვითა და ნაკლები წყლის გამოყენებით ცდილობს, არსებული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები უკეთესობისკენ შეცვალოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend