ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სექტორის ჩრდილოეთში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაღუპული ან დაკარგულია 87 ადამიანი.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია, რომ 40 ადამიანი დაიჭრა ბეით-ლაჰიას დასახლებაში. როდესაც ისრაელმა ერთი წლის წინ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, სწორედ ბეით-ლაჰია იყო მათი ერთ-ერთი პირველი სამიზნე.
უკვე ორი კვირაა, ისრაელი ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ატარებს ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც, მათი მტკიცებით, “ჰამასის” მებრძოლები არიან გადასული.
ამავდროულად, ისრაელელ სამხედროებს კვლავ მიაქვთ იერიში ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე. 10-ზე მეტი თავდასხმა იყო დაჰიეს გარეუბანში, სადაც „ჰებზოლას“ ოფისებია განთავსებული. ისრაელელთა თქმით, მათი სამიზნე „ჰეზბოლას“ სამეთაურო პუნქტი და იარაღის მიწისქვეშა საწარმო იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ “ჰეზბოლამაც”გაუშვა 70-ზე მეტი რაკეტა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით.