მთავარისაქართველოევროკავშირში იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობა განახლდება

ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობა განახლდება

ევროკავშირში იმედს გამოთქვამენ, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობა განახლდება, „თუ დაგეგმილი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად”. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის, პრესსპიკერმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი მრავალი მიმართულებით უჭერს საქართველოს მხარს.

„მაგრამ შემდეგ დიდი ცვლილება მოხდა საქართველოში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომ, საქართველოსთან ურთიერთობებმა განსხვავებული სახე მიიღო, რაც განხილულიც იყო რამდენჯერმე წელს ჩატარებულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, ასევე ევროკავშირის ლიდერების დონეზეც”, – განაცხადა პიტერ სტანომ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ევროკავშირს საქართველოში არ ჰყავს მისია, რომელიც დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის მედეგობის გაზრდაზე იმუშავებდა, რადგანაც, „სამწუხაროდ, დეზინფორმაცია მოდის ოფიციალური პირებისგან, მთავრობის წევრებისგან”.

„თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სხვა მისიის გამოყენებით, ვგულისხმობ მონიტორინგის მისიას, რომელიც მუშაობს სეპარატისტულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს”, – განაცხადა პიტერ სტანომ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend