კატეგორიები

საქართველო ირჩევს ევროკავშირს! – სახალხო მარში თბილისში

საქართველო ირჩევს ევროკავშირს! – სახალხო მარში თბილისში

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს!” – ამ სახელწოდებით გაიმართა დღეს, 20 ოქტომბერს, სახალხო მარში თბილისში. მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ.

აქციის მონაწილეები საღამოს 5 საათიდან თბილისის სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ: რესპუბლიკის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკთან, მარჯანიშვილის მოედანსა და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე. ამ ადგილებიდან მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ თავისუფლების მოედნისკენ, სადაც აქცია-კონცერტი ჩატარდა.

აქციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს ღონისძიების აღწერაც: „როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით და შევუერთდებით თავისუფლების მოედანზე”.

მარშს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ზომების მიღებას განიხილავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე
სხვა ამბები