მთავარისაქართველოწინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები

წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.

ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ამ პერიოდში გამოიკვეთა ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანია.

განსაკუთრებით კი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ. მისი თქმით, განსაკუთრებით საგანგაშო იყო ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებები, კანონის არასწორი განმარტებით, თვითნებურად გაეფართოებინა საკუთარი მანდატი და გაევრცელებინა არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რომ ბიუროს მიზანი იყო, სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის მხრიდან შეინიშნება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend